ლიტერატურა

ქართველი მწერლები პრესტიჟულ ლიტერატურულ პლატფორმაზე Das Blaue Sofa

პრესტიჟულ ლიტერატურულ პლატფორმაზე Das Blaue Sofa ქართველი მწერლები – ნანა ექვთიმიშვილი, ლაშა ბუღაძე და ნინო ხარატიშვილი, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი 13 სექტემბერს ბერლინში წარდგებიან.

ღონისძიებაზე ქართველი ავტორები საკუთარი ნაწარმოებების გერმანულენოვან თარგმანებსა და ბოლო გამოცემებს წარადგენენ, მედეა მეტრეველი კი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის გამოწვევებზე ისაუბრებს.

 

კომენტარები

კომენტარი