არქიტექტურა, არქეოლოგია

ამბროლაურში მდებარე უძველეს ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ამბროლაურში მდებარე  მდებარე ციხეს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძეგლი,  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ტოლას თავში, მაღალ გორაზე, ზაური გაგოშიძის კარმიდამოსთან  არის განთავსებული.

ისტორიული მასალების თანახმად, მტრის შემოსევების დროს აღნიშნულ ციხეს აფარებდნენ თავს. უძველესი ნაგებობა  ოთხკუთხა კარგად გათლილი ქვის “კვადრებით” და თარიღდება  დაახლოებით VI-VIII საუკუნეებით.

ციხე შედგება კლდის ფლეთილი და უხეშად დამუშავებული კვადრებისგან, ციხის გალავნისგან მეტ-ნაკლებად შემორჩენილია სამხრეთის კედლების ქვედა მონაკვეთი. ხოლო, კედლების ზედა ნაწილის ჩამონაშალით ამოვსებულია ეზოს სამხრეთი მონაკვეთი და შექმნილია ბაქანი.

გალავნის გარკვეული ნაწილი  1991 წლის მიწისძვრის დროს დაინგრა. ციხის ეზოში რამდენიმე ადგილას შემორჩენილია დაბალი ყორეები, რაც სავარაუდოდ, ეზოში  სხვა სათავსო-ნაგებობების არსებობაზე მიუთითებს.

კომენტარები

კომენტარი