ვიზუალური ხელოვნება

ფოტოგრაფი, რომელიც ტელეფონის გამოყენებაზე დაგაფიქრებთ

ჩვენ ხომ ყველას გვიქნია ასე ისე, რომ გარშემო ყველას და ყველაფერს მოვმწყდარვართ და ტელეფონის ეკრანს ჩავბღაუჭებივართ.

ფოტოგრაფმა ერიკ პიკერსგილმა გააკეთა ფოტოპროექტი სახელად Removed (ამოშლილი), სადაც დაგვანახა, თუ როგორ გამოიყურება ჩვენი პირადი ცხოვრება მაშინ, როდესაც საკუთარ ტელეფონებში ვფლანგავთ დროს. ფოტოკოლაჟის სახელი პირდაპირ პროპორციულია იქ ჩადებული აზრისა და დეტალების, რადგან ყველა ფოტოში ჩანს ადამიანი ტელეფონის გარეშე.

ფოტოგრაფმა ასეთი-კოლაჟის გადაღება ნიუ-იორკში, კაფეში Illium გადაწყვიტა.

ერიკი ჰყვება: “კაფეში, ჩემ გვერდზე მაგიდაზე იჯდა ოჯახი, რომელიც ზედმეტად ჩუმად იყო. მამა და ორი ქალიშვილი თავიანთ სმარტფონებში ინტერნეტში იყვნენ, დედა კი მოწყენილად იჯდა (ან არ სურდა ტელეფონის აღება ან არ ჰქონდა). იგი ჩუმად იჯდა და, ძირითადად, ხან ოჯახის წევრებს ათვარიელებდა, ხან ფანჯრიდან იყურებოდა. მამა პერიოდულად ამოიხედებოდა და ამბობდა, თუ რას წააწყდა იმ მომენტში ინტერნეტში. მე გაოგნებული ვუყურებდი ამ ამბავს და აი, ისიც, დედამაც აიღო ტელეფონი ხელში.

რა თქმა უნდა, უამრავი მიზეზი არსებობს ტელეფონის გამოყენების და დიახ, მეც ვიყენებ მას, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო და ადგილი. ვფიქრობ, საკუთარ თავს და ცხოვრებას უფრო მეტი დრო უნდა დავუთმოთ, ვიდრე ტელეფონებს.”

ფოტოგრაფი არ ცდილობს ხალხის ტელეფონების მონობისგან გათავისუფლებას. იგი ამით უბრალოდ ხაზს უსვამს პრობლემას.

“არტნიუსი” გთავაზობთ ერიკის მიერ გადაღებულ ფოტოებს:

კომენტარები

კომენტარი