ვიდეოები კულტურა

Resident Advisor-მა საქართველოს შესახებ სიუჟეტი მოამზადა

ონალინ გამოცემა Resident Advisor-მა ქართული ელექტრონული მუსიკისა და პოლიტიკის შესახებ ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ლგბტქ აქტივისტი გიორგი კიკონიშვილი საუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, საკლუბო პოლიტიკაზე, კლუბების როლსა და მნიშვნელობაზე.

სიუჟეტში, აგრეთვე, აქტივისტი მარი კურტანიძეც ჩანს, რომელიც გენდერულ უთანასწორობასა და ქალთა ემანსიპაციაზე საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს Resident Advisor-ის დაფუძნებული ივენთების ახალი სერია 24/7 გაიმართა, რომელიც პირველად კლუბის ისტორიაში 24 საათს გაგრძელდა და დღის ფართები, ადგილობრივი არტისტების სეტები, ცოცხალივპერფორმანსები, კინოსეანსები, ინსტალაციები, ვორკშოპები და დისკუსიები გააერთიანა.

რეჟისორი –  Sophie Misrahi

მთარგმნელი – გიორგი ნებიერიძე

კომენტარები

კომენტარი