ვიდეოები კულტურა

ზურაბ ჯაფარიძემ საარჩევნო კამპანიის რეკლამა PornHub-ზე განათავსა

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ წინასაარჩევნო სარეკლამო კამპანია პორნოვებგვერდზე PornHub-ზე დაიწყო.  ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს.

PornHub-ის ვებგვერდზე მან ორი ბანერი განათავსა სხვადასხვა წარწერით: “არ გპირდებით ზომის გაზრდას!” და “მეტი სექსი, მეტი თავისუფლება!”.

ჯაფარიძის თქმით, 8 სექტემბერს განთავსებულ ბანერებს ოთხ საათში 40 ათასამდე ნახვდა ჰქონდა. საპრეზიდენტო კანდიდატის ცნობით, ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი რა თანხას დახარჯავენ ამ კამპანიაში.

“ერთი მომხმარებელი საქართველოდან საშუალოდ რვა-ცხრა წუთს ატარებს პორნჰაბზე. მთელი ამ დროის განმავლობაში შეიძლება პერიფერიული მზერით ხედავდეს ჩემს ბანერს. ჩემი აზრით, ათასჯერ უფრო ეფექტური რეკლამაა, ვიდრე ერთად აღებული ყველა სხვა კანდიდატის სატელევიზიო თუ ქუჩის რეკლამა-სპექტაკლები,” – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

 

კომენტარები

კომენტარი