კულტურა

მინსკში ქართული კულტურის ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიხსნა

ბელარუსის დედაქალაქში ქართული კულტურის რიგით მეოთხე ფესტივალი „თბილისობა 2018“ გაიხსნა.

ფესტივალი თბილისის მერმა კახა კალაძემ და მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი შორეცმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა ბელარუს ხალხს ფესტივალის ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყნებს და ქალაქებს შორის არსებობს, არის საფუძველი იმის, რომ მინსკი და თბილისი დაძმობილებული ქალაქები არიან. თუმცა, ვფიქრობ ამ ურთიერთობების გაღრმავება კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია. ასევე, მინდა ქართულ დიასპორას მივესალმო და წარმატებები ვუსურვო ყველაფერში. თქვენი როლი ჩვენი ქვეყნის წარმოჩინებაში არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ „თბილისობა 2018“ გახსნის ღონისძიებაზე.

თბილისობის ფარგლებში, მინსკში სხვადასხვა სახის ღონისძიებაა დაგეგმილი: გაიმართება ქართული ფილმების ჩვენება, ქართული მუსიკის კონცერტები, მოეწყობა ექსპოზიციები, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს კუთხეები.

კომენტარები

კომენტარი