შემოქმედებითი ინდუსტრიები

ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი გურამ თევზაძე გარდაიცვალა

ცნობილი მეცნიერი და ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1957-1959 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის უმცროსი და 1959-1966 წლებში უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1966-1971 წლებში ფილოსოფიის ისტორიის განყოფილების გამგე; 1971-2005 წლებში საქართველოში მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგე. 2006 წლიდან იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 214 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ჩინურ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია.

მის სახელთანაა დაკავშირებული წიგნები: “ანტიკური ფილოსოფია”, “ახალი ფილოსოფიის ისტორია”, “გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია”, “ნიკოლაი ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა”, “იმანუელ კანტი”, “მე-20 საუკუნის ფილოსოფიის ისტორია” და ა.შ. ასევე თარგმნა მარტინ ჰაიდეგერის “ყოფიერება და დრო” და დაურთო წერილი ჰაიდეგერზე. მთლიანობაში გამოაქვეყნა 130 ნაშრომი. სტატიები მარქსზე, ნიცშეზე, დილთაიზე, ბერგსონზე, პირსზე, ჯეიმზზე, დიუიზე, რასელზე, ვიტგენშტაინზე, პოპერზე, ჰორკჰაიმერზე, ადორნოზე, მარკუზეზე, ჰაბერმასზე, ფრომზე, კოჰენზე, ნატორპზე, ვინდელბანდზე, რიკერტზე, ფაიჰინგერზე, ჰუსერლზე, შელერზე, ლასკზე, ჰარტმანზე, უაიტჰედზე, ჰაიდეგერზე, იასპერსზე, სარტრზე, ტეიარ დე შარდენზე, მარსელზე, ვაიშედელზე, ფუკოზე, დერიდაზე და ა.შ.

კომენტარები

კომენტარი