ლიტერატურა

ნილ გეიმანი და ჰარუკი მურაკამი ნობელის ალტერნატიულ სიაში მოხვდნენ

ავტორი ნილ გეიმანი იმ ოთხი მწერლის სიაშია, რომლებიც წელს ნობელის ლიტერატურულ პრიზზე წარსდგებიან.

ბრიტანელ მწერალთან ერთად სიაში არიან: ჰარუკი მურაკამი, მარისე კონდი და კიმ თუი.

შეგახსენებთ, რომ ახალი აკადემიის მიერ დაწესებული ჯილდოს შექმნის მიზეზი სკანდალი გახდა, რომელიც შვედეთის აკადემიაში დაიწყო, როდესაც აკადემიის ერთ-ერთი წევრის მეუღლე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა უამრავმა ქალბატონმა, ხოლო აკადემიას ბრალი ნეპოტიზმსა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დასდეს.

სკანდალის შედეგად აკადემია ხუთმა წევრმა დატოვა.

მწერლების მოკლე, 4 ადამიანისგან შემდგარი სია 47 ავტორისგან არის შედგენილი, რომლებიც შვედი ბიბლიოთეკარებისგან იყვნენ შერჩეულები მანამ, სანამ ხმის მიცემა საჯარო გახდებოდა.

“ახალი აკადემიის დაფუძნება არის გარანტია იმისა, რომ ნობელის ლიტერატურული პრიზი გამარჯვებულს ნამდვილად 2018 წელს გადაეცემა და ასევე ისინი პასუხს აგებენ, რომ მომაწილეები საკმაოდ განათლებული ინდივიდები იქნებიან.” – ნათქვამია განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი