კულტურა ლიტერატურა

ფრანკფურტის ფესტივალზე წიგნები სამ ეროვნულ სტენდზე გადანაწილდება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ცნობით, 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენი ათასამდე წიგნი უკვე დახარისხებულია და მალე ფრანკფურტში გაიგზავნება.

წიგნები სამ ეროვნულ სტენდზე გადანაწილდება.

მთავარ, საქართველოს ეროვნულ სტენდზე თაროები ქართულ გამომცემლობებს ეთმობა;

სახელოვნებო წიგნები ART+ პავილიონის ქართულ სტენდზე გამოიფინება, ხოლო საბავშვო ლიტერატურა – საბავშვო სტენდზე.

ქართული საბავშვო წიგნების ნაწილი ასევე სპეციალურ სივრცეში, ‘ფრანკფურტის ბავშვების ფოიეში’ გამოიფინება.

კომენტარები

კომენტარი