სტილი, დიზაინი

25 000 ქილისგან შემდგარი ქუჩის მხატვრობა

პორტუგალიის კუნძულმა მადერიამ   ყურადღება  უჩვეულო შემოქმედებით მიიპყრო.  კუნძული, პორტუგალიის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მათ შორის რამდენიმე ასეულ კილომეტრზე ატლანტის ოკეანეა გადაჭიმული, რის გამოც კუნძულზე შეზღუდული რესურსებია.

მადერიაზე ერთ-ერთი უდიდეს პრობლემას ნაგავი წარმოადგენს, რადგან კუნძულს არ აქვს მისი გადამუშავების რესურსები. კუნძულის ერთ-ერთ ქალაქ კამარა დე ლაბოსში კი  არის ასოციაცია  „ტეატრო მეტაფორა“, რომლის ექსტრაორდინალურმა გამოგონებამაც  ნაგვის პრობლემის მოგვარებას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო.

ექვსი თვის განმავლობაში მოხალისეები ადგილობრივ ბარ-რესტორნებში დადიოდნენ და  სასმელების გამოყენებულ ქილებს აგროვებდნენ, რომლებსაც შემდეგ ქუჩის მხატვრობაში იყენებდნენ. გამოთვლების თანახმად, ასოციაციამ ორიგინალური ქმნილებების ასაწყობად დაახლოებით 25 000 ქილა გამოიყენა.

კომენტარები

კომენტარი