შემოქმედებითი ინდუსტრიები

მრავალეთნიკური თბილისის მუსიკალური ჰანგები “თბილისურ ეზოში”

“არტარეა”  მუსიკალურ პროექტ “თბილისის ეზოებს” კვლავ აგრძელებს და   სტუმრებს მრავალფეროვანი ჰანგებით დატვირთულ პროგრამას შესთავაზებს.

“არტარეა” 8 და 9 ივლისს ძველ თბილისურ ეზოებს ესტუმრება და მრავალეთნიკური თბილისის ძალიან საინტერესო მხარეს წარმოაჩენს, სადაც ქურთები, აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები –  ისევ ერთად, “პლეხანოვის” ერთ-ერთ ეზოში თავიანთ ჰანგებს გაცვლიან ირიაოს, მიშა მდინარაძესა და მიშო ჯავახიშვილთან ერთად. აქვე სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ განსაკუთრებულად საინტერესო და ნაკლებად ცნობილი ამბები ქართული ეთნო-მუსიკის შესახებ. აქვე იქნება უნიკალური შანსი მოსულმა სტუმრებმა მოუსმინონ მე-19 საუკუნის უიშვიათეს და უნიკალურ ახლად აღმოჩენილ ჩანაწერებს”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

პროექტის ავტორების თქმით, სტუმრები ხელახლა აღმოაჩენენ მრავალეთნიკურ თბილისს თავისი განუმეორებელი ეკლექტიზმითა და მრავალფეროვნებით.  ღონისძიებაზე დასწრების მსურველები ი. ჯავახიშვილის ქუჩის 37 ნომერს 8 და 9 ივლისს, 14:00 საათზე უნდა ეწვიონ.

კომენტარები

კომენტარი