საშემსრულებლო ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება

ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და დედაქალაქის მერიის ორგანიზებით, 7 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, 26-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ ჩატარდება.

ფესტივალის პროგრამა, დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვახტანგ კახიძემ დღეს გამართულ პრესკონფრენციაზე წარადგინეს.

სოფიო ხუნწარიას განცხადებით, წლევანდელ ფესტივალზე განსაკუთრებული პროგრამა იქნება წარმოდგენილი.

„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ უკვე 26 წელს ითვლის. მუსიკის მოყვარულები მის დაწყებას ყოველწლიურად ელოდებიან. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს, ბევრი საიუბილთარიღი – ანსამბლ რუსთავს 50 წელი უსრულდება, თავად ორკესტრი 25 წლის ხდება. ასევე, წელს მოწვეული იქნება ხატია ბუნიათიშვილი, რომელიც 10წლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენს ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ეს ძალიან დიდი საჩუქარია, როგორმუსიკის მოყვარულებისთვის, ასევე თბილისის სტუმრებისთვის და ზოგადად, დედაქალაქისთვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ კახიძის მუსიკალურ ცენტრთან, რომ მომავალ წელსფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბური გახდე და ფორმატი შეიცვალოს“, – აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.

ფესტივალის ფარგლებში, თბილისში ათი კონცერტი გაიმართება. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე გერმანიიდან, იტალიიდან, იაპონიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან და ესპანეთიდან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები წარსდგებიან.

საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ 1993 წელს კახიძის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის, თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა.

ფესტივალის დამაარსებელი მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დირიჟორი ჯანსუღ კახიძე. მისი ჩანაფიქრი იყო, საერთაშორისო დონის ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი გაემართა, რომელიც საქართველოში არსებულ საკონცერტო ცხოვრების მდიდარ ტრადიციებს ააღორძინებდა. თავისი არსებობის განმავლობაში, „შემოდგომის თბილისი“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მუსიკალურ მოვლენად იქცა.

პროგრამა

7 სექტემბერი – გამოჩენილი კატალონიელი მუსიკოსი იორდი სავალ და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“  (www.facebook.com/JordiSavallOfficialPage / www.sinfonietta.ge)

12 სექტემბერი – ანსამბლ „რუსთავის“ 50 წლის თარიღისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი      (www.ensemblerustavi.com)

15 სექტემბერი – ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე (www.khatiabuniatishvili.com)

21 სექტემბერი – გერმანელი ჩელისტი კერსტინ ფელცი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი ვახტანგ კახიძე (www.kerstin-feltz.de)

26 სექტემბერი – იტალიელი მევიოლინე დომენიკო ნორდიო და ამერიკელი პიანისტი მიხაილ ლიდსკი (www.domeniconordio.com  /  www.lidsky.ru)

30 სექტემბერი – ლიტვის წმინდა ქრისტოფერის კამერული ორკესტრი (www.kristoforas.lt)

4 ოქტომბერი – იაპონელი მუსიკოსების კამერული კონცერტი: ტადაჰირო იანო (ფლეიტა) და ტომოკო ინოუე (ფორტეპიანო)                         

5 ოქტომბერი – თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქრთველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა და იაპონური გუნდი „Kobe XXI Century “, დირიჟორი ტადაჰირო იანო. სოლისტები- ზაზა გოგუა, ტომო მაცუბარა, მინამი მაცუბარა და მარიამ ქობალიანი.

9 ოქტომბერი – სილეზიის კამერული გუნდი პოლონეთიდან (www.camerata.silesia.pl )

        15 ოქტომბერი – ფესტივალის საზეიმო დახურვა – ჯ.ვერდის „რექვიემი“ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს  სახელმწიფო საგუნდოკაპელა, თბილისის სახელმწიფო ოპერის გუნდი – დირიჟორი ვახტანგ კახიძე                  

სოლისტები: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე,  შალვა მუქერია, რამაზ ჩიკვილაძე

კონცერტების დასაწყისი: 19:30  საათი

მისამართი: დ.აღმაშენებლის 123/125

ფესტივალის ბილეთები გაიყიდება, როგორც ჯ. კახიძის ცენტრის სალაროში, ასევე, ვებპორტალზე www.biletebi.ge

ფესტივალის პარტნიორები:

სასტუმრო CITY AVENUE

რესტორანი „თბილისური მუხამბაზი“

კომენტარები

კომენტარი