სტილი, დიზაინი

ჟურნალ “ინტერიერის” საზაფხულო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

ჟურნალი “ინტერიერის”  საზაფხულო ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ჟურნალის რედაქტორი აღნიშნავს, ზაფხულის ნომრის მთავარი თემა სახლი-სახელოსნოა. მისი თქმით, სახლი უნდა იყოს  ადგილი, რომელიც როგორც საცხოვრებელ ფუნქციას, ასევე ადამიანის შემოქმედებითი თვითრეალიზებისთვის საუკეთესოდ მოწყობილი სივრცე იქნება.

“ამის საილუსტრაციოდ ჟურნალში არაერთი საკმაოდ საინტერესო სახლი-სახელოსნოს მაგალითია მოყვანილი, რომელიც მკითხველისთვის ნამდვილად იქცევა არაერთი ესთეტიკური და პრაქტიკული საყოფაცხოვრები საკითხის ახლებურად გადააზრების შესაძლებლობად.  ქართული ჟურნალი „ინტერიერი“ რომელიც თბილისის ინტერიერების წარმატებული დიზაინ-პროექტების შესახებ მოგვითხრობს, დიდი ხანი არაა რაც გამოიცა, თუმცა უკვე დიდი პოპულარობითა და სიმპათიებით სარგებლობს, როგორც ამ სფეროს სპეცილისტებში, ასევე ზოგადად ინტერიერით, მისი თანამედროვე ტენდენციებითა და კონცეფციებით დაინტერესებულ ადამიანებში.  ჟურნალის შემოქმედებითი ჯგუფი ყოველთვის ვცდილობთ  გამორჩეულად, შემოქმედებითად და გემოვნებით შექმნილი დიზაინ-პროექტების წარმოჩენას, რომლებიც სივრცის დაგეგმარების ძალიან საინტერესო კონცეფციებსა და ხერხებს გააცნობს მკითხველს”,- განმარტავს ჟურნალის რედაქტორი.

აღსანიშნავია რომ ჟურნალ “ინტერიერში” მხოლოდ თბილისსა და საქართველოში არსებული წარმატებული, დახვეწილი და შემდგარი ინტერიერის დიზაინის მაგალითებია წარმოჩენილი. თვითონ „ინტერიერი“ კი პირველი ქართული ჟურნალია, რომელიც მთლიანად შიდა სივრცის მოწყობის საკითხებს ეხება და აშუქებს.

კომენტარები

კომენტარი