შემოქმედებითი ინდუსტრიები

H&M საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მსოფლიო ბრენდი H&M საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისში H&M-ის პირველი მაღაზია 2017 წლის შემოდგომაზე, სავაჭრო ცენტრ “გალერეა თბილისში” გაიხსნება.

საქართველოში მსოფლიო ბრენდის მაღაზია დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრ ფართს დაიკავებს და იქნება 3 სართულიანი.

“მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ჩვენი პირველი მაღაზია იხსნება. ჩვენთვის დიდი პატივია შემოვიტანოთ ახალი სტილი საქართველოში და საშუალება მივცეთ მოდისა და შოპინგის მოყვარულებს ჰქონდეთ ორიგინალური და  თანამედროვე ტანსაცმელი”,- განაცხადა კლაუდია ოსვალდმა, რომელიც H&M-ის მაღაზიებს  ხელმძღვანელობს  ავსტრიაში, სლოვენიაში, ხორვატიაში, სერბეთში და საქართველოში.

მენეჯმენტის განცხადებით, H&M-ის თბილისის ფილიალში მისაღებ ფასებში   წარმოდგენილი იქნება უახლესი სტილის თანამედროვე ტანსაცმელი.  მაღაზია მომხმარებლებს შესთავაზებს ქალის, მამაკაცის და  ბავშვების ტანსაცმელების ფართო არჩევანს, ასევე ფეხსაცმელებს და აქსესუარებს.

კომენტარები

კომენტარი