ვიზუალური ხელოვნება

სელფის გამო დაწყებული ხელჩართული ბრძოლა

ყველას სურს გადაიღოს სრულყოფილი სელფი, თუმცა ამის გამო ყველა როდი ებმევა ხელჩართულ ბრძოლაში.

საინტერესო შემთხვევა დაფიქსირდა იტალიაში, ტრევის ფანტანთან, რომელიც გვიანდელი ბაროკოს ერთ-ერთი საუკეთესო მონმენტია და ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.

იტალიური პრესა წერს, რომ 19 წლის გერმანელ გოგოსა და 44 წლის ამერიკელ ქალბატონს შორის დაპირისპირება მოხდა იმის გამო, რომ ორივეს სურდა საუკეთესო ლოკაცია აერჩია სელფის გადასაღებად.

მალევე, სიტუაცია იმდენად გამწვავდა, რომ საქმეში რამდენიმე პოლიციის ოფიცერის ჩარევა გახდა საჭირო.

“ეს ორი ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება, ურტყამდნენ ერთმანეთს. ამ ჩხუბში მალევე ოჯახის წევრებიც ჩაებნენ” – წერს იტალიური პრესა.

კომენტარები

კომენტარი