შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალისთვის კონკურსი გამოცხადდა

გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, წიგნის მაღაზიებისთვის სპეციალური აქცია გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც, მაღაზიების ვიტრინებს ქართული სიმბოლიკის დეკორატიული მასალებით გააფორმებენ. ინფორმაციას წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1100 წიგნის მაღაზიიდან ერთ გამარჯვებულს, საქართველოს პავილიონში ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი დააჯილდოებს.

შესაბამის კამპანიას გერმანული ორგანიზაცია Literaturtest და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ახორციელებენ.

ყველაზე ლამაზად გაფორმებული გერმანული წიგნის მაღაზიის ორ წარმომადგენელს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი თბილისში სამდღიანი ლიტერატურული ტურითაც დააჯილდოებს.

კომენტარები

კომენტარი