საშემსრულებლო ხელოვნება

“reFRESH-გამოიცეკვე” – სუხიშვილების პროექტი ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა

ცეკვის აკადემია სუხიშვილებისა და კომპანია ,,კოკა-კოლას’’ ერთობლივი პროექტი ,,reFRESH-გამოიცეკვე ‘’ წელს უკვე მეორედ ჩატარდა.  წლევანდელი კამპანია ილიკო სუხიშვილის 110 წლის იუბილეს მიეძღვნა. ორთვიანი კამპანია   “ივენთ ჰოლში” გალა-კონცერტით დასრულდა.

,,reFRESH-გამოიცეკვეს”  ფარგლებში  მედიაკონკურსი გაიმართა სახელწოდებით –  ,,გამოიცეკვე სუხიშვილი’’. კონკურსში სხვადასხვა ტელეკომპანიისა და რადიოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. TV პირველის, რუსთავი-2-ის, ტელეიმედის, მაესტროს, Music Box-ის, რადიო საქართველოს ხმის, რადიო ფორტუნას, არ დაიდარდოს და  ავტორადიოს  ჟურნალისტებს და წამყვანებს  პარტნიორობა ნაციონალური ბალეტის სოლისტებმა გაუწიეს.

სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში მომზადებულ კონკურსანტებს შორის გამოვლინდნენ  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. მათ შორის: ნინო სუხიშვილის რჩეული, ილიკო სუხიშვილის რჩეული, კოკა-კოლას რჩეული.

წლევანდელ კონკურსში  ილიკო სუხიშვილის რჩეული გახდა ტელეკომპანია Music Box-ის წარმომადგენელი ნინო როსტიაშვილი – ცეკვით ,,ილოური’’

ნინო სუხიშვილის რჩეული გახდა – ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის წარმომადგენელი ვასო ფხაკაძე – ცეკვით ,,აჭარული’’.

კომპანია კოკა-კოლას რჩეული გახდა – ტელეკომპანია “იმედის” წარმომადგენელი მარიამ ოშხნელი – ცეკვით ,,ლაზური’’.

კონკურსის გამარჯვებული და ოქროს ჯეირანის მფლობელი გახდა – რადიო “ფორტუნას” წარმომადგენელი გვანცა გადაბაძე – ცეკვით  ,,სვანური’’.

გრანპრის მფლობელსა და ნომინაციაში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრებთან და სიგელებთან ერთად გადაეცათ პროექტის პარტნიორის,  “კოკა-კოლას”  მიერ დაწესებული პრიზი – WeekEnd ტური Georgia Palace Hotel-ში.

 

სუხიშვილების ცეკვის აკადემია პროექტს  ,,reFRESH-გამოიცეკვე”,   კომპანია ,,კოკა-კოლას’’ დაფინანსებითა და პარტნიორობით ახორციელებს.

 

კომენტარები

კომენტარი