შემოქმედებითი ინდუსტრიები

ანიტა რაჭველიშვილმა წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა

პარიზის ოპერაში დალილას როლის შესრულებისთვის, ქართველმა მეცო-სოპრანომ, ანიტა რაჭველიშვილმა Bachtrack Opera Awards-ზე წლის საუკეთესო ქალი მომღერლის კატეგორიაში გაიმარჯვა.

2009 წლის 7 დეკემბერს ანიტა რაჭველიშვილს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე შესრულებულმა მთვარმა როლმა ოპერა კარმენში (ხოსეს პარტია — იოანას კაუფმანი; რეჟისორი — ემა დანტე; დირიჟორი — დანიელ ბარენბოიმი). ამის შემდეგ მან კარმენის პარტია შეასრულა მსოფლიოს დიდ ოპერებში, როგორიცაა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის ოპერა, ბავარიის სახელმწიფო ოპერა, ბერლინის სახელმწიფო ოპერა, სიეტლის ოპერა, სან-ფრანცისკოს ოპერის თეატრი, ტურინის თეატრო ღეგიო, კანადის ოპერის თეატრი და სხვა.

2014-2015 სეზონზე ანიტა რაჭველიშვილი ლა სკალას სცენაზე დაბრუნდა. მან ამნერისის პარტია შეასრულა რომის ოპერის თეატრში, ხოლო კარმენი მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში. იგი იყო სოლისტი ჯუზეპე ვერდის რეკვიემში ზალცბურგის ფესტივალზე.

2014 წლიდან ანიტა რაჭველიშვილმა აქტიური თანამშრომლობა პიანისტ დავით ალადაშვილთან დაიწყო, მათ არაერთ დიდ სცენაზე უმუშავიათ ერთად. არაერთხელ ერთად გამოსულან ნიუ-იორკის, თბილისის, ბერლინის დიდ სცენებზე. ასევე 2014 წელს მონაწილეობა მიიღეს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ „თეთრ ღამეებში“.

ანიტას ასევე ჰყავს ჯაზ-ბენდი 2014 წლიდან, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს. მომღერალი იგი აქტიურადაა ჩართული ქველმოქმედებაში.

კომენტარები

კომენტარი