ვიდეოები

ჩინურმა მედიაკომპანიამ MCZT საქართველოზე 40-მდე ვიდეოკლიპი გადაიღო

11-კაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, პრესტურის ფარგლებში ეწვია. – ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ორი კვირის განმავლობაში MCZT ჯგუფის წევრები თბილისს, თელავს, გორს, სტეფანწმინდას, ბორჯომს, წყალტუბოს, საირმეს, ბათუმს და ქედასსტუმრობდნენ და პოპულარული ტურისტული ადგილების და ბალნეოლიგიურიკურორტების შესახებ ვიდეოკლიპებს იღებდნენ.

მომზადებული კლიპები მედიაკომპანია MCZT-ის პლათფორმებზე განთავსდება და ჩინეთში 60 მილიონზე მეტი ადამიანი იხილავს.

პრესტურის მონაწილეებს ძველ თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი