შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნანა ჯორჯაძე და ზაზა ურუშაძე ამერიკული კინოაკადემიის წევრები გახდნენ

ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას წელს 774 ახალი წევრი დაემატა.მათ შორის  ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეც არის, რომლის ფილმი “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი“ 1997 წელს ოსკარის ნომინაციაზე, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

ნანა ჯორჯაძე ერთადერთი ქართველი არ არის ვინც ამერიკის კინოაკადემიის წევრი იქნება. მას შემდეგ რაც მანდარინები ოსკარის ნომინაციაზე წარადგინეს, აკადემიამ რეჟისორი ზაზა ურუშაძეც საკუთარ შემადგენლობაში მიიღო.

წლევანდელ წევრებს 39% ქალია, ხოლო 30% ფერადკანიანი, რაც წინა წლებთან შედარებით უკეთესი მაჩვენებელია.

ახალ წევრებს შორის ასევე მოხვდნენ: აიშვარია რაი, მონიკა ბელუჩი, ამანდა სეიფრიდი, ემი პოლერი, კრის ჰემსვორტი, კრის პრატი, დუეინ ჯონსონი, ედგარ რამირესი, კრისტენ სტიუარტი, რუთ ნეგა, სარა პოლსონი, ვიგო მორტენსენი, ზაქარი ქუინტო, ადამ დრაივერი, კრის ევანსი, ფან ბინგბინგი, გალ გადოტი, შარლოტა გინსბურგი, რუპერტ გრინტი, ნაომი ჰარისი, ნიკ კეივი და სხვები.

კომენტარები

კომენტარი