შემოქმედებითი ინდუსტრიები

დათო აბზიანიძე: “ყოველ პარასკევს აქ ცეკვაში ვატარებ, მაგრამ დღეს ფეისკონტროლმა არ შემიშვა”

ცოტა ხნის წინ კლუბ “ბასიანმა” კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაიარა. როგორც იცით, ისინი, თავდაპირველად, მოსკოვში გამართულ ელექტრონულ ფესტივალზე   მონაწილეობას დათანხმდნენ, სადაც კლუბის 3 რეზიდენტს უნდა დაეკრა, თუმცა საზოგადოების რეაქციიდან გამომდინარე, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.

დათო აბზიანიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც მოსკოვში ფესტივალში მონაწილეობაზე დათანხმება კლუბს  არ შეუქო და მისთვის ჩვეული შარჟითა და ირონიით გააკრიტიკა:

საზოგადოების რეაქციას კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნაჯა ორაშვილი გამოეხმაურა:

“სრულიად ვიზირებ გულწრფელ წუხილსა და კრიტიკას, არც ბოდიშებს დავიშურებ, მაგრამ არასოდეს გაპატიებთ ერთ რამეს – ვინც ჩემთვის ძვირფასი და წმინდა მუზარადი სამყაროს ყველაზე დიდ ბოროტებას ჩამოაცვა სახეზე. იცოდე, სიცოხლის ბოლომდე დაუძინებელი მტერი ვარ შენი.”

ამ პოსტის შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა. დათო აბზიანიძე ჯგუფიდან BASSIANI (only ravers) ამოშალეს, ხოლო შემდეგ კლუბში მან ფეის კონტროლი ვერ გაიარა.

“საღოლ, საღოლ. ბოლო 1 წელია ყოველ პარასკევს აქ ცეკვაში ვატარებ, მაგრამ დღეს ფეისკონტროლმა არ შემიშვა. ალბათ, ბასიანის წმინდა მუზარადზე ხუმრობისთვის.” – წერს დათო.

დათოს ამ ბრალდებაზე კლუბის თანადამფუძნებელმა, ზვიად გელბახიანმა უპასუხა, რომლის მიხედვითაც, აბზიანიძე იდეურად იყო აცდენილი, რის გამოც მას შეიძლებოდა დესტაბილიზაცია გამოეწვია და არ დაიშვა კლუბში.

 

კომენტარები

კომენტარი