ვიზუალური ხელოვნება

როგორია LSD-ის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მხატვრის ნამუშევარი?

1950-იან წლებში აშშ-ის მთავრობა უამრავ ექსპერიმენტსა და კვლევას ატარებდა. ისინი ატარებდნენ ცდებს ფსიქოტროპულ ნარკოტიკებზეც. იმ პერიოდში ერთ-ერთი ექსპერიმენტი ცნობილ ნარკოტიკზე, LSD-ზეც ჩატარდა. ექსპერიმენტის მონაწილეებს უნდა მიეღოთ უსაფრთხო რაოდენობის LSD, რის შემდეგაც მათი საქციელი ზედამხედველობის ქვეშ იქნებოდა.

მონიტორინგის სამსახურში მყოფმა ფსიქიატრმა ოსკარ ჯენიგერმა მხატვარს დაავალა, რომ LSD-ის მიღების შემდეგ დაეხატა პორტრეტი, გარკვეული დროის შემდეგ ისინი დაუმატებდნენ გარკვეულ დოზას და სთხოვდნენ იგივე პორტრეტის ხელახლა დახატვას, რის შემდეგაც დოზის გაზრდის გარეშე მხატვარს უნდა დაეხატა იგივე პორტრეტი კიდევ 7-ჯერ.

ექსპერიმენტის დროს დახატულ პორტრეტებზე შეამჩნევთ, რომ თავდაპირველი ნამუშევრები ნორმალურია, ბოლოსკენ კი ისინი სახეს იცვლის და უარესდება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ მხატვარი ნელ-ნელა ფხიზლდება და პორტრეტებიც უფრო და უფრო რეალური ხდება.

“არტნიუსი” გთავაზობთ ექსპერიმენტის დროს დახატულ პორტრეტებს.

1-ლი პორტრეტი. ნარკოტიკის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ (0.05 მგ.)

მე-2 პორტრეტი. პირველი დოზიდან 85 წუთის შემდეგ (0.05 მგ. + 0.05 მგ.)

მე-3 პორტრეტი. პირველი დოზიდან 2 სთ. და 30 წუთის შემდეგ

მე-4 პორტრეტი. პირველი დოზიდან 2სთ. და 32 წუთის შემდეგ

მე-5 პორტრეტი. პირველი დოზიდან 2სთ. და 35 წუთის შემდეგ

მე-6 პორტრეტი. პირველი დოზიდან 2სთ. და 45 წუთის შემდეგ

მე-7 პორტრეტი. პირველი დოზიდან 4სთ. და 25 წუთის შემდეგ

მე-8 პორტრეტი. პირველი დოზიდან 5სთ. და 25 წუთის შემდეგ

მე-9 პორტრეტი. პირველი დოზიდან 8 საათის შემდეგ

კომენტარები

კომენტარი