კულტურა საშემსრულებლო ხელოვნება

რას ამბობენ ბასიანის თანადამფუძნებელი და რეზიდენტი?

როგორც მოგეხსენებათ, 14 სექტემბერს, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე, Red Bull Music Events-ზე ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოდან მოსკოვში ოთხი მუსიკოსი გაემგზავრება, სამი მათგანი კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი დიჯეია. ZESKNEL (ზუკა ბაბუნაშვილი), Mercurrio (დიტო ჩიქოვანი), Kvanchi (თორნიკე კვანჭიანი). ასევე, მოსკოვში გაემგზავრება კიდევ ერთი ქართველი არტისტი Zurkin. გარდა ამისა, მათ მიჰყვება კლუბის თანადამფუძნებელი ზვიად გელბახიანი.

ზემოთაღნიშნულის გამო, კლუბი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა. საინტერესოა და განმარტებას აკეთებენ რეზიდენტები და დამფუძნებლები.

“ჩვენ გვაქვს იდეა, რომ გაგვეკეთებინა განსაკუთრებული ღამე, სახელწოდებით “წინააღმდეგობა მუსიკაში”. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, რამაც, სამწუხაროდ, არ გაამართლა რუსეთში. ჩვენ წავაგეთ ეს ომი, როგორც ჩანს, თქვენ ეს ომი მოიგეთ, აქედან გამომდინარე, გვინდა მოგიწვიოთ ჩვენს საღამოზე, რითაც გამოვხატავთ მხარდაჭერას თქვენ მიმართ”- მისწერეს Zurkin-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

კლუბის პოლიტიკა ემიჯნება პუტინის რუსეთის პოლიტიკას. გელბახიანი განმარტავს, რომ ფესტივალის ორგანიზატორები Bassiani-ს მაისის მოვლენების დროს მხარდაჭერას უცხადებდნენ და სრულად იზიარებენ იმ ღირებულებებს, რა ღირებულებების დასაცავადაც აქციები იმართებოდა.

შეგახსენებთ, რომ ივენთის ორგანიზატორები, რუსეთში რამდენიმე წელია ცდილობენ ტექნო სცენის განვითარებას, თუმცა მათ მიერ გამართულ ივენთებზეც რამდენჯერმე შეცვივდნენ სამართალდამცავები, ნარკოტიკების რეალიზაცია/შეძენა/შენახვა/მოხმარების აღკვეთისთვის, ხოლო კლუბები კი დახურეს.

 

კომენტარები

კომენტარი