საშემსრულებლო ხელოვნება

“ბასიანის” რეზიდენტები მოსკოვში დაუკრავენ

კლუბი “ბასიანი” მსოფლიოში ცნობილია როგორც, ერთი მხრივ, ყველაზე ძლიერი ტექნო კლუბი, მეორე მხრივ კი ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი პრობლემებთან დასაპირისპირებლად, თუმცა ქართველმა საზოგადოებამ კლუბის ერთი ნაბიჯი მწარედ გააკრიტიკა.

14 სექტემბერს, მოსკოვში გასამართ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე,
Red Bull Music Events-ზე ქართველი არტისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

საქართველოდან მოსკოვში ოთხი მუსიკოსი გაემგზავრება, სამი მათგანი კლუბ Bassiani/Horoom-ის რეზიდენტი დიჯეია. ZESKNEL (ზუკა ბაბუნაშვილი), Mercurrio (დიტო ჩიქოვანი), Kvanchi (თორნიკე კვანჭიანი). ასევე, მოსკოვში გაემგზავრება კიდევ ერთი ქართველი არტისტი Zurkin.

ღონისძიების ფეისბუკ გვერდზე, ასევე, ნათქვამია, რომ მოსკოვს ეწვევა კლუბ Bassian/Horoom-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ზვიად გელბახიანი.

კომენტარები

კომენტარი