შემოქმედებითი ინდუსტრიები

პიცა უკრაინის ფრონტის ხაზზე – მიირთვი, სანამ არ ისვრიან

ალბათ, ყველას ახსოვს, რომ 2014 წლის შემდეგ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი მიმდინარეობს. ფრონტის ხაზზე კი სიცოცხლე რთული და სახიფათოა. ასევე, ჭირს საკვებიც.

მიუხედავად ყველაფრისა, კონფლიქტის ზოგიერთმა ვეტერანებმა გადაწყვიტეს გაერისკათ საკუთარი სიცოცხლე იმისათვის, რომ მებრძოლებისთვის პიცა მიეტანათ.

ფრონტის ხაზზე მისულ ალექსეი კაჩკოს მებრძოლები გაოცებულები უყურებდნენ, როდესაც მან თქვა “ჭამეთ, სანამ ცხელია და არ ისვრიან”.

“მტერი ჩვენგან დაახლოებით 80 კილომეტრშია, მგონი იგრძნობენ ჩვენი პიცის სუნს და ნერწყვი მოადგებათ” – უთხრა ალექსეიმ უკრაინელ მებრძოლებს.

ალექსეი 23 წლის ყოფილი მებრძოლია, რომელიც ომის დროს ჩადენილ საქციელში დაადანაშაულეს და შემდგომ ამინისტია შეეხო. მაისის შემდეგ მან გახსნა პიცერია სახელად Pizza Veterano.

Image result for Delivering Pizzas on Ukrainian Front

Image result for Delivering Pizzas on Ukrainian Front

კომენტარები

კომენტარი