არქიტექტურა, არქეოლოგია კულტურა

როგორ გამოიყურება განახლებული ლურჯაივნებიანი სახლი?

თბილისის განვითარების ფონდმა კრწანისის რაიონში, შალვა დადიანის N34-ში საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

შენობა XIX საუკუნის შუა წლებშია აგებული და ქვემოკალის განაშენიანების უნიკალურ ნიმუშს წარმოადგენსსაცხოვრებელი სახლი ძველი ქალაქის გალავნის ბურჯზეა აშენებული და მისი განსაკუთრებული ხიბლი თბილისური სახლისთვის დამახასიათებელი ჭვირული დეტალებით შემკული ხის მომრგვალებული აივანია.

თბილისის მერის განცხადებით,  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.

დადიანისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეს შენობა ცნობილია, როგორც ლურჯ აივნებიანი სახლი, რომელიც ისტორიული ძეგლის სტატუსის მქონეა. ძალინ მიხარია, რომ შენობანაგებობის სრული რეაბილიტაცია მოხდა. ჩატარებულია ყველანაირი კვლევა, რომ შენობის ძველი სახე შენარჩუნებულიყო, რომელიც ისტორიულად ცნობილია. მსგავსი შენობანაგებობები, ძეგლები ჩვენი ქალაქის სიმდიდრეა, რომელსაც გაფრთხილება და მოვლაპატრონობა სჭირდება. ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ. გვინდა ლესელიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. ვმუშაობთ, ასევე, ასათიანის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე, რისთვისაც პროექტი მზადდება. გვინდა, რომ ოთხი წლის განმავლობაში, ძველ თბილისში მაქსიმალურად ბევრი უბნის რეაბილიტაცია განვახორციელოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა შემსრულებელ კომპანიასა და ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს (ICOMOS) თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პროექტის ფარგლებში, გამაგრდა შენობა, შეიცვალა შიდა და გარე საინჟინრო საკომუნიკაციო ქსელი, გაიწმინდა მიწით სავსე სარდაფი, ხოლო სარდაფის კედლის ნაწილი ავთენტური სახით შენარჩუნდა; გადაეწყო დადიანის N32-სა და N34- შორის საერთო გამყოფი კედელი; აღდგა დაზიანებული სახურავი; რესტავრაცია ჩაუტარდა აივნებსა და მისბდეკორატიულ ელემენტებს; ხის დაზიანებული დეტალები ახალი, ანალოგიური ნაკეთობებით შეიცვალა, კეთილმოეწყო ეზო და ჩატარდა შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ისტორიულკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესაბამისი წესების დაცვით 2016 წლის გაზაფხულზე, პროექტ ახალი ტფილისისისტორიულკულტურული ძეგლებისა და სხვა შენობების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში დაიწყო.

ისტორიული სახლის რეაბილიტაციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,341,000 ლარი გამოიყო. სამუშაოების შედეგად, დადიანის N34-ში მცხოვრებ ხუთ ბინათმესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუუმჯობესდა და უძრავი ქონების ღირებულება გაიზარდა.

დადიანის ქუჩაზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი იმყოფებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი