კინო

სიახლეები 2019 წლის ოსკარის დაჯილდოებასთან დაკავშირებით

ინტერნეტpმედიაში გავრცელდა ინფორმაცია 2019 წლის ოსკარის დაჯილდოების შესახებ.

ყველაზე დიდი სიახლე ახალი ნომინაციის დამატებაა. მომავალ წელს უკვე იარსებებს ნომინაცია “ყველაზე პოპულარული ფილმი”, რაც იმ ფილმებისთვის არის კარგი, რომლებიც რეგურალურად ხვდებოდნენ ძირითად კატეგორიაში, მაგრამ ვერასდროს იგებდნენ პრიზს.

ნავარაუდებია, რომ ამ კატეგორიაში მაღალბიუჯეტიანი ფილმები Avengers: Infinity War და “Mad Max: Fury Road წარსდგებიან.

ასევე, შემცირდა დაჯილდოების ხანგრძლივობა (4-დან 3 საათამდე), რათა მაყურებელმა თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს. ოსკარს კი გამარჯვებულებს რეკლამის პერიოდში გადასცემენ.

მიუხედავად იმისა, რომ დაჯილდოება 2019 წლის 24 თებერვალსაა დაგეგმილი და ნომინაციები ოფიციალურად 22 თებერვალს გახდება ცნობილი, ვებ-გვერდმა Variety-იმ უკვე გამოაქვეყნა სავარაუდო პრეტენდენტების სია.

 

კომენტარები

კომენტარი