კულტურა

Addtobucketlist: საქართველოში სექტემბერში უნდა იმოგზაურო

ვებგვერდმა Addtobucketlist გამოაქვეყნა სტატია სათაურით “საუკეთესო სამოგზაურო ადგილები თვეების მიხედვით”, სადაც საქართველოც მოხვდა.

საქართველო მე-9 თვეში, სექტემბერში სანახავ ადგილად დასახელდა. მიზეზი ადგილობრივი მეღვინეობაა.

“გაშოტილი ვენახები, აყვავებული მდელოები და მრავალი მონასტერი საქართველოს სამოგზაურო ქვეყნად ხდის. თურქეთის ჩრდილოეთითა და რუსეთის სამხრეთით მდებარე ქვეყანაში შემოდგომა განსაკუთრებით ლამაზი სექტემბერშია. ასევე, ამ პერიოდში არის რთველის სეზონი, რაც ბევრი ღვინის დეგუსტაციის პროცესს მოიცავს. ამასთან ერთად, არის თავგადასავლებით სავსე სამოგზაურო ტურები სვანეთის რეგიონში. ამინდი ნათელი თვილი და სასიამოვნოა. არ გამოტოვოთ პატარა ქალაქი, რომელიც ქვის კოშკებით არის გარშემორტყმული.” – წერია აღწერაში.

“არტნიუსი” გთავაზობთ სტატიაში მოხვედრილ სხვა ქვეყნებს:

იანვარი – ავსტრალია, ტასმანია

თებერვალი – ფინეთი, ლაპლანდია

მარტი – ტობაგო

აპრილი – ტაილანდი

მაისი – მონტენეგრო

ივნისი – ნორვეგია

ივლისი – იაპონია

აგვისტო – იტალია, ამბრია

სექტემბერი – საქართველო

ოქტომბერი – შოტლანდია

ნოემბერი – ნიკარაგუა

დეკემბერი – შვეიცარია

კომენტარები

კომენტარი