კინო

10 საუკეთესო ფილმი ომის თემატიკაზე

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, 8 აგვისტოს 10 წელი გავიდა “აგვისტოს ომიდან”. ბოლო დღეებში ოკუპაციის თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ამ თარიღის გამო. უამრავი სოციალური ექსპერიმენტი ჩატარდა, რათა ენახა ხალხს, თუ როგორია როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია. ეს აქტივობები საზოგადოებას არ აძლევს ამ საკითხის დავიწყების საშუალებას, მიუხედავად იმისა, რომ უკვე 10 წელი გავიდა.

“არტნიუსი” აგვისტოს ომის 10 წლის თავზე სიმბოლურად გთავაზობთ 21-ე საუკუნეში გადაღებულ 10 საუკეთესო ფილმს ომის თემატიკაზე.

1. შავი წიგნი (Black Book)

Black Book (2006)

მეორე მსოფლიო ომი. რეიჩელ სეინი ებრაული წარმოშობის გერმანელია. ის ფაშისტურ გენოციდს გადაურჩა და თავი ნიდერლანდებს შეაფარა, სადაც საპროტესტო მოძრაობაში ერთვება.
2. წერილები ივო ძიმადან (Letters from Iwo Jima)
Letters from Iwo Jima (2006)
სხვანაირი შეხედულება ივოძიმის ტრაგიკულ ბრძოლაზე, რომელიც არამარტო ისტორიული მივლენა იყო, არამედ ის გარდატეხის მომენტად იქცა წყნარ ოკეანეში ამერიკის კამპანიისა იაპონიის წინააღმდეგ. იაპონელი მეომრის მიერ დანახული ეს მნიშნვნელოვანი ისტორიული მოვლენა.
3. ვალსი ბაშირთან (Waltz with Bashir)
Waltz with Bashir (2008)
რეჟისორ არი ფორმანის ანიმაციური ფილმი, რომელიც გადაღებულია ლიბანში მომხდარი რეალური მოვლენების მიხედვით. პრეზიდენტი ბაშირის მკვლელობის შემდეგ, ქრისტიან-ფალანგისტებმა, პალესტინელი ლტოლვილების ბანაკებში ჟლეტა მოაწყვეს, რომლის დროსაც 450-დან 2750 ადამიანამდე დაიღუპა.
4. ქარიშხლის მბრძანებელი (The Hurt Locker)
The Hurt Locker (2008)
იძულებითი სახიფათო კატა-თაგვობანას თამაში ქაოსურ ომში, სადაც ელიტარული არმიის გამნაღმველთა ქვედანაყოფი უნდა გაერთიანდეს ქალაქში, სადაც ყველა პოტენციური მტერია და ყველა საგანი შეიძლება სასიკვდილო ბომბი აღმოჩნდეს.
5. სიცოცხლის და სიკვდილის ქალაქი (City of Life and Death)
City of Life and Death (2009)
1937 წელს, ქალაქ ნანკინში იაპონელი დამპყრობლები შევიდნენ. ბევრმა ჯარისკაცმა დატოვა ქალაქი, მაგრამ ვისაც დანებება არ სურდა, დარჩა და მტერს წინააღმდეგობა გაუწია. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ნანკინი კი სიკვდილის ქალაქად გადაიქცა. მხოლოდ ერთი უსაფრთხო ზონაა ქალაქში, ეს არის ქალთა სკოლა ცზინლინი, სადაც ჩინელმა ქალებმა მამაკაცები შეიფარეს.
6. უსახელო ნაბიჭვრები (Inglourious Basterds)
Inglourious Basterds (2009)
მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთში, “ნაძირლების” სახელით ცნობილი ებრაული წარმოშობის ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი იმისთვის შეიქმნა, რომ მესამე რაიხს შიშის ზარი დასცენ. ძალის საჩვენებლად, ისინი ნაცისტებს სკალპებს ხდიან და სასტიკად კლავენ. ლეიტენენტი ალდო რაინის მეთაურობით, ისინი პარიზის ერთერთი კინოთეატრის მფლობელ ფრანგ-ებრაელ მოზარდ გოგონას შეხვდებიან..
7. მხეცები არსაიდან (Beasts of No Nation)
Beasts of No Nation (2015)
ფილმში ახალგაზრდა ბიჭ აგუს ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც აფრიკაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო დაქირავებული ჯარისკაცი ხდება.
8. საულის ვაჟი (Son of Saul)
Son of Saul (Saul Fia, 2015)
1944 წელი აუშვიცის საშინელება, პატიმარი იძულებულია დაწვას თანამემამულეების გვამები, ის ცდილობს გადაარჩინოს ცეცხლში დაწვისგან ბიჭის სხეული და დამარხოს ებრაული წესების მიხედვით…
9. დიუნკერკი (Dunkirk)
Dunkirk (2017)
დიუნკერკის ევაკუაციის ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მოხდა.
10. ამერიკელი სნაიპერი (American Sniper)
Image result for American Sniper
ფილმში მოთხრობილია თუ როგორ გახდა ტეხასელი როდეოს ჩემპიონი ქრის კაილი აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ძლიერი სნაიპერი. მან ცხელ წერტილებში 150 დადასტურებული ლიკვიდაცია მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი