ვიზუალური ხელოვნება შემოქმედებითი ინდუსტრიები

“ბათუმი ფოტოდღეების ფესტივალი” – იძებნებიან მოხალისეები

“ბათუმი ფოტოდღეების ფესტივალის” ფარგლებში მოხალისეები იძებნებიან.

რატომ უნდა იყო მოხალისე?

– ფესტივალის ფარგლებში მოხალისეები გაიცნობენ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნიდან და, ძირითადად, დაეხმარებიან მათ ქალაქში გადაადგილებაში, ორგანიზატორებთან ერთად ამა თუ იმ გამოფენისა და ღამის ჩვენების მოწყობასა და სხვადასსხვა ლოკაციის გაფორმებაში.

მოხალისეები, აგრეთვე, პირადად გაეცნობიან და შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ სპეციალურად მოწვეული პროფესიონალების ლექციებს.

რას მიიღებ მოხალისეობისგან?

ეს შესაძლებლობა შანსს მოგცემთ დააგროვოთ პროფესიული გამოცდილება, დაამყაროთ უშუალო კონტაქტი უცხოეელ პროფესიონალ და მოყვარულ ფოტოგრაფებთან და გაიაროთ პრაკტიკა ფესტივალის ორგანიზებასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ საკითხში.

როგორ გავხდე მოხალისე?

შეავსე აპლიკაცია, დაეხმარე საკუთარ თავსა და ბათუმს.

დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე.

 

 

კომენტარები

კომენტარი