ვიდეოები

Echowaves-მა ოფიციალური თიზერი გამოუშვა

ელექტრონული მუსიკის ფესტივალმა Echowaves-მა ოფიციალური თიზერი გამოუშვა.

Echowaves არის ახალი ფესტივალი, რომელიც ჩატარდება ანაკლიაში, საქართველოს თბილ და მზიან წერტილში, რათა დაივიწყო რუტინა და მიეცე ბედნიერებას, განიცადო საყვარელი ემოციები. ფესტივალი ჩატარდება 23-26 აგვისტოს, 150-ზე მეტი არტისტით მთელი მსოფლიოდან, მათ შორის გამორჩეული და მნიშვნელოვანი დიდი სახელებით, როგორებიცაა: KOLLEKTIV TURMSTRASSE, Ishome aka Shadowax, Solomun, Dodi და ა.შ.

Anaklia Echowaves Festival ქოგის “EXIT” ქვეშ ჩატარდება. ეს უკანასკნელი 2000 წელს დაარსდა სერბეთის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სტუდენტური მოძრაობის შედეგად. “EXIT”-ის ფესტივალი 2014 წლის “ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად” იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილოების მიერ. ასევე,  ფესტივალი, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

Echowaves Line Up:

Andrey PUSHKAREV | Another Paradise (Francesco Tristano & Guti ) | Aril Brikha Live | BLOND:ISH | BUTCH | Dodi Odd1 Palese| Dj Tennis | Doyeq | @Function | Henry Saiz & Band | Ilija Djokovic | Ishome aka Shadowax |Jonas Kopp | Juan Atkins, Dzijan Emin & Tbilisi State Conservatoire Student Orchestra | KOLLEKTIV TURMSTRASSE | Lehar | Marc Romboy | Matthew Dekay | Mene | @Mosumeci | Shpongle (Simon Posford) DJ Set | Solomun (Official) | @Stojche | TrickyLive | Woo YorkLive | Wrong Therapy

ამასთანავე, ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო და საწყის ეტაპზე სრული აბონემენტი 120 ლარი ეღირება.

კომენტარები

კომენტარი