საშემსრულებლო ხელოვნება

Master-ი ახალ სიმღერაში ლეგალიზაციას უარყოფითად აფასებს

30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარებაზე ყველა სანქციის გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის” სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის არსებული ყველა სანქცია არაკონსტიტუციურია.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება კონსტიტუციის შესაბამისია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მოხმარების კონკრეტული ფაქტი ქმნის საფრთხეებს მესამე პირებისთვის.

გადაწყვეტილება იმდენად აქტუალურია, რომ მთელი საქართველო და მსოფლიო მოიცვა. არსებობს ხელოვანთა ის კატეგორია, რომელიც ნარკოტიკების ლეგალიზაციას უარყოფითად აფასებს. მაგალითად, ასეთი რეპერია გიორგი პავლიაშვილი, იგივე Master-ი.

სიმღერას, რომლის პროდიუსერიც ლუკა კვარაცხელიაა, ნუ გააDrugე ჰქვია, რომელიც ნარკოტიკების პროპაგანდის წინააღმდეგაა მიმართული.

სიმღერაში ნათქვამია, რომ მომხარებელი ციხიდან უნდა გამოვიდეს. მას რეპერი ავადმყოფად აფასებს, მაგრამ ვინც ადამიანს ნარკომომხმარებლად აქცევს, მისი აზრით, დასაჭერია.

 

კომენტარები

კომენტარი