არტ მენეჯმენტი შემოქმედებითი ინდუსტრიები

ფაბრიკა ფლი მარკეტი MARKET.TLV-ს უმასპინძლებს

22-23 სექტემბერს კი MARKET.TLV თელავივიდან თბილისში Fabrika-ში უკვე მეორედ ჩამოვა და უმასპინძლებს ქართველ და უცხოელ მონაწილეებს.

ტანსაცმლის, აქსესუარების ან ჩანთების დიზაინერებს, ილუსტრატორებს, ფლორისტებს, სტარტაპებს ან უბრალოდ საინტერესო ნივთების მფლობელებს ბაზრობაზე გასაყიდად ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პროდუქტი ბაზარზე წარადგინონ და გაყიდონ. ამისთვის კი მხოლოდ შემდეგი ფორმის შევსებაა საჭირო:
https://www.tlvmarket.info/seasonal-market-application

MARKET.TLV თელ-ავივში ერთერთი მნიშვნელოვანი ფლი მარკეტი და შეკრების ადგილია არტისტების, დიზაინერების, ფოტოგრაფების, სტარტაპებისა და უბრალოდ სტუმრებისთვის. თელავივში ბაზრობა ყოველ სეზონზე ეწყობა, გარდა ზაფხულისა, რადგან თელავივში ზაფხულში ისე ცხელა, რომ მხოლოდ ზღვაში ცურვაა შესაძლებელი.

MARKET.TLV შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მწარმოებლებს, რომლებსაც აქვთ საინტერესო, მიმზიდველი პროდუქტი და ძირითადად პროედუქტს ონლაინ ყიდიან, შეხვდნენ მომხმარებელს რეალურ სივრცეში. მარკეტი აქტიურად მუშაობს მისი მონაწილეების ცნობადობის გაზრდაზე და სჯერა, რომ შეუძლია დიდი კონტრიბუცია მოახდინოს მისი მონაწილეების წარმატებაში.

MARKET.TLV აერთიანებს როგორც, დიზაინერბს ასევე მწარმოებლებს. ბაზრობაზე მხოლოდ მოდა არ არის ერთადერთი ხაზი. ილუსტრატორები, მხატვრები, ფოტოგრაფები და სტარტაპები ხშირად არიან მარკეტის წევრები.

საინტერესო ნივთების გარდა ფლი მარკეტზე ყოველთვის არის კარგი მუსიკა, გემრიელი ყავა და უამრავი საინტერესო სტუმარი.

კომენტარები

კომენტარი