ვიდეოები კულტურა

პერფორმანსი კახა კალაძის ნიღბებით – პროტესტი მოსკოვის გამზირის სახელის შესაცვლელად

ქართული სოციალური ქსელი ვიდეოპერფორმანსმა მოიცვა , რომელშიც 5 უცნობი ადამიანი თბილისის მერს მიმართავს. მათ სახეზე კახა კალაძის ამობეჭდილი ფოტო ნიღბებად უკეთიათ.

როგორც ვიდეოდან ირკვევა, მათი პროტესტი მოსკოვის გამზირის სახელის გადარქმევისკენაა მიმართული.

უცნობი ადამიანები ვიდეოში მოსკოვის გამზირზე არიან, სადაც ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის პატივსაცემად აბრა გააკრეს.

უცნობი ადამიანები თბილისის მერს მიმართავენ და აცხადებენ, რომ რუსეთის ოკუპაციის პირობებში, ქალაქის არცერთმა ხელმძღვანელობამ “მოსკოვის გამზირს” სახელწოდება არ შეუცვალა:

“მე მიხარია, რომ მე და ჩემი გუნდი ვიქნებით პირველები ვინც მოუსმენს ქალაქების, ზოგადად ქართველების აზრს. გაითვალისწინებს იმ ძალიან მრავალრიცხოვანი, ძლიერი პეტიციის შედეგს და დღეიდან ამ ქუჩას დაერქმევა საქართველოს გმირის, არჩილ ტატუნაშვილის სახელი”, – ამბობენ უცნობები კახა კალაძის ვიდეპაროდიაში, სადაც მერის იმიტაცია ხდება.

 

კომენტარები

კომენტარი