შემოქმედებითი ინდუსტრიები

BOSS-ის მაღაზიის გახსნის ღონისძიების გამო ცენტრალური გამზირი გადაიკეტა

თბილისში, BOSS-ის განახლებული მაღაზიის გახსნის ღონისძიების გამო ცენტრალური გამზირი გადაიკეტა. საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათის განმავლობაში შეზღუდული იყო რუსთაველის გამზირიდან ფილარმონიისკენ მიმავალ მონაკვეთზე,  კინოს სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნული მონაკვეთის პიკის საათში გადაკეტვამ რუსთაველის გამზირზე, ვარდების მოედანზე, მელიქიშვილის გამზირზე, კოსტავას გამზირზე და გმირთა მოედანზე საცობები გამოიწვია.

მოძრაობის შეფერხების გამო მძღოლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ. ადგილზე ვითარებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

კომენტარები

კომენტარი