შემოქმედებითი ინდუსტრიები

თემურ ჩხეიძის სახელოსნო პიესების კრებულის პრეზენტაციას გამართავს

თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის, თემურ ჩხეიძის სახელოსნო ხვალ, სამეფო უბნის თეატრში პიესების კრებულის პრეზენტაციას გამართავს.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრებული მოიცავს სახელოსნოს სამი სტუდენტის – ალექს ჩიღვინაძის, დავით ფირცხალავასა და მაკა კუკულავას პიესებს, რომლებიც 2015-2017 წლებში დაიწერა და სამეფო უბნის თეატრის სცენაზე სახელოსნოს რეჟისორების მიერ დაიდგა.

ღონისძიებაზე სახელოსნოს სტუდენტებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაც გაიმართება. საღამოს რეჟისორი თემურ ჩხეიძე გაუძღვება. ღონისძიება ასევე მიეძღვნება სახელოსნოს ახალი ნაკადის მიღებას.

კომენტარები

კომენტარი