შემოქმედებითი ინდუსტრიები

ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩის წოდება მიენიჭა

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს, კომპოზიტორსა და დირიჟორს ნიკოლოზ რაჭველს საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფის) ელჩის წოდება მიენიჭა.

ელჩის ამპლუაში ნიკოლოზ რაჭველი  იუნისეფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთა უფლებების დაცვაში დაეხმარება.

“მის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ადვოკატირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით. ნიკოლოზ რაჭველი 2014 წლიდან ეხმარება გაეროს ბავშვთა ფონდს და კონცერტებისა და საჯარო გამოსვლების საშუალებით ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდაჭერას და საზოგადოების ინფორმირებას ბავშვთა უფლებების შესახებ”,- აცხადებენ კულტურის სამინისტროში.

ნიკოლოზ რაჭველი არის კომპოზიტორი და დირიჟორი, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. მისი ნაწარმოებები  მსოფლიოს ცნობილ საკონცერტო დარბაზებში სრულდება. იგი არის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის პირველი არჩეული სამხატვრო ხელმძღვანელი.

კომენტარები

კომენტარი