საშემსრულებლო ხელოვნება

მოზარდმაყურებელთა თეატრში სპექტაკლის “კაცია-ადამიანი?!” ჩვენება გაიმართა

მოზარდმაყურებელთა თეატრში, ინტეგრირებული თეატრის “აზდაკის ბაღი” – ერთ მოქმედებიანი სპექტაკლის “კაცია-ადამიანი?!” სპექტაკლის ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო.

ილია ჭავჭავაძის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი,  ჟესტურ ენაზე, სურდო თარჯიმნის მიერ სმენისა და მეტყველების არ მქონე მაყურებლისთვის სინქრონულად ითარგმნა. სპექტაკლი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა.

ინტეგრირებული თეატრი “აზდაკის ბაღი” აერთიანებს 16 შეზღუდული შესაძლებობისა და 8 ტიპიური განვითარების მქონე მსახიობს, რომლებიც ა.წ. აპრილის თვიდან სისტემატიურად გადიან სპექტაკლისათვის მოსამზადებელ რეპეტიციებს და ტრენინგებს მსახიობის ოსტატობასა და მეტყველების კულტურაში.

კომენტარები

კომენტარი