არქიტექტურა, არქეოლოგია

სარკოფაგში, რომელიც ორი ათასწლეულისაა, არც მაკედონელი აღმოჩნდა და არც წყევლა

11 ივლისს ეგვიპტის სანაპიროსთან ქალაქ ალექსანდრიაში გრანიტის შავი სარკოფაგი აღმოაჩინეს.

მეცნიერების თქმით, ეს აღმოჩენა ეგვიპტის სარკოფაგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი იყო. სიმაღლეში 186 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო სიგანეში – 165 სანტიმეტრს. წინასწარი შეფასებით, ის დაახლოებით ორი ათასი წლის წინ პტოლემეები დინასტიის დროს ჩამარხეს და მას შემდეგ არ გაუხსნიათ.

ამავე სამარხში იპოვეს დიდი, ალებასტრისგან დამზადებული ბიუსტი, რომელზეც ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა გამოსახული ყოფილიყი ის, ვინც სარკოფაგში იქნებოდა დამარხული.

არსებობდა სხვადასხვა ვერსია, ვისი განსასვენებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ის. მკვლევარები იმედოვნებდნენ, რომ მასში ალესანდრე მაკედონელის ნეშტს ნახავდნენ. ზოგს მიაჩნდა, რომ მასში განძი დახვდებოდათ. ცოტა ხნის წინ სარკოფაგი გახსნეს, თუმცა აღმოჩენამ მოლოდინი არ გაამართლა.

სარკოფაგის შიგნით არასამეფო წარმომავლობის სამი მუმია აღმოჩნდა. ისინი მოწითალო-მოყავისფრო სითხეში იწვნენ, რომელსაც გაუსაძლისად ცუდი სუნი ჰქონდა.

ირკვევა, რომ ისინი მეომრები იყვნენ. ერთ-ერთი მშვილდით მიყენებული ჭრილობითაა დაღუპული.

ეგვიპტის სიძველეების უზენაესი საკონსულოს გენერალური მდივანი ამბობს, რომ მიუხედავად გავრცელებული შიშისა, რომ სარკოფაგის “შეწუხებით” ფარაონის წყევლას გააღვიძებდნენ, მსგავსი არაფერი მომხდარა

“გავხსენით, და მადლობა ღმერთს, სამყარო უკუნითმა სიბნელემ არ მოიცვა. პირველი ვიყავი, ვინც სარკოფაგში ჩაიხედა და ხომ ხედავთ, თქვენ წინაშე ვდგავარ და თავს მშვენივრად ვგრძნობ”, – იხუმრა მან ჟურნალისტებთან.

 

კომენტარები

კომენტარი