სტილი, დიზაინი

ქართველი მხატვრების მიერ მოხატული ავეჯისა და ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა

1 ივლისს ქართველი მხატვრების მიერ მოხატული ნივთებისა და ავეჯის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ღონისძიებას მაღაზია „ქართული ავეჯის ანდერგრაუნდი“ აწყობს.

გამოფენა-გაყიდვა საქველმოქმედო ხასიათის არის და მისი მიზანია   ქართული ავეჯისა და თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობა-პოპულარიზაცია.

“გამოფენა-გაყიდვა პროექტ „1000 წვრილმანის“ საფუძველზე ეწყობა. გამოფენაში სახელწოდებით “გახსოვდეს 1000 წვრილმანი” მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ქართველმა მხატვრებმა. მათ მოხატეს და გააფორმეს მაღალხარისხიანი, სპეციალურად მალაიზიიდან ჩამოტანილი ავეჯი, სახლის აქსესუარები და სხვადასხვა დასახელების ნივთი, რათა დახმარებოდნენ საქართველოს სამარიტიელთა კავშირის პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს. გამოფენა-გაყიდვასთან ერთად,  ასევე საშუალება გექნებათ შეიძინოთ საქართველოში დამზადებული ავეჯი და სახლის აქსესუარები”,- აცხადებენ ორგანიზატორები.

ავეჯის გამოფენა-გაყიდვა  გალაკტიონ ტაბიძის 3/5 ნომერში მოეწყობა (თავისუფლებისმოედანთან). ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი