შემოქმედებითი ინდუსტრიები

საქართველოს რუკა ასაწყობ ფაზლებად გამოიცემა

23 ივლისიდან, ორ კვირაში ერთხელ ახალი ქართული საგამომცემლო პროექტი, „საქართველოს ინტერაქციული რუკა“ გამოიცემა, რომლის თემა იქნება იმერეთი.

პროექტის დევიზია “გააერთიანე საქართველო“.

„საქართველოს ინტერაქციული რუკა“ არის სამგანზომილებინი რუკა, რომელიც თავად უნდა ააწყოთ.

ის არის ჩვეულებრივი ადმინისტრაციული რუკის ანალოგი, თუმცა მისი თითოეული კუთხე პაზლია. პაზლებზე კი დატანილია ადმინისტრაციული ერთეულები, სოფლები, დაბები და კულტურული ძეგლები.

საერთო ჯამში, რუკა 12 პაზლისა და 192 ტრადიციულ-კულტურული შინაარსის რუკაზე დასამაგრებელი ფიგურისგან შედგება. ერთ პაზლს 11 სიმბოლო მოჰყვება.

სპეციალური ფასი: 8.50 ლარი.

კომენტარები

კომენტარი