შემოქმედებითი ინდუსტრიები

საბჭოთა დროინდელი გამოგონებები, რომლებმაც მომავალი ინოვაციები განსაზღვრა

მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს უამრავი რამ შეიქმნა და განვითარდა. მათი უმეტესობა ხალხს უაზროდ ეჩვენებოდა, მაგრამ სწორედ იმ გამოგონებებმა ჩაუყარა საფუძველი თანამედროვე ინოვაციებს.

“არტნიუსი” გთავაზობთ რამდენიმე სახალისო და გენიალურ გამოგონებას საბჭოთა კავშირიდან.

თოვლმობილი

მანქანა, რომელიც ცნობილი იყო როგორც “სერვერ-2 აეროსანი”, 1950-იან წლებში სამხედროებისთვის მზადდებოდა.

რობოტები

ესენი, ერთი შეხედვით, უაზრო და სულელი რობოტები არიან, მაგრამ ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველია,  თანამედროვე რობოტები კი სწორედ იმდროინდელი რობოტების “მომავალი თაობაა”.

ადამიანთა ციხესიმაგრე

სწორედ ასე გაიხსნა მოსკოვში გამართული 1980 წლის ოლიმპიადა.

ტეტრისი

ეს თამაში ხომ ყველასთვის ბავშვობის მოგონებაა. დიახ! ის საბჭოთა კავშირში შეიქმნა.

Apple-ის კომპიუტერის რეპლიკა

კომპიუტერი სახელად Agat 4 იყო სტივ ჯობსის იმდროინდელი გამოგონების, Apple II-ის ასლი. ის საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული კომპიუტერი გახდა.

გიგანტური მოსასმენი მოწყობილობა ჩერნობილში

ცივი ომის პერიოდში უამრავი მოწყობილობა შეიქმნა, რომლებიც, ძირითადად, სათვალთვალოდ იყო განკუთვნილი. უამრავი მათგანის დანიშნულება, რომლებიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დარჩა, დღემდე ამოუხსნელია და უცნობი. ჩერნობილში დარჩენილი ეს გიგანტური შენობა კი მოსასმენი აპარატურა იყო.

კომენტარები

კომენტარი