კულტურა

რა უნდა გავაკეთოთ ქართველებმა ევროპაში ქურდობის ნაცვლად? (ნაწილი 8)

ჩვენ, ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო, ემიგრირებულია. ზოგი პატიოსანი შრომით ირჩენს თავს, ზოგი კი არც თუ ისე კანონიერ გზას მიმართავს.

უცხოური თუ ქართული მედიის ფუნქცია როდია გააშუქოს პატიოსანი შრომით დაკავებული ადამიანების ცხოვრება. გამომდინარე აქედან, ტელევიზორში ან სოციალურ ქსელში, ხშირად მოვისმენთ და წავიკითხავთ, რომ ევროპაში ქართველები ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მეტიც, რაც არ უნდა კომიკურად ჟღერდეს, იტალიის ერთ–ერთ ქალაქში კარის საკეტის ბრენდს ასე დაარქვეს: “ანტიქართველი”.

“არტნიუსმა” გადაწყვიტა, რომ ემიგრირებულ ქართველებს შესთავაზოს იმის ალტერნატივა თუ რითი შეიძლება დაკავდეს ქართველი ევროპაში, გარდა ქურდობისა:

გიყვართ მოგზაურობა და ხელოვნება? მაშინ რატომ არ გააერთიანებთ თქვენს ორ ჰობს, ხომ შეგიძლიათ იმოგზაუროთ იმ ადგილებში, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებსაც გთავაზობთ. დაწყებული სტრიტ არტის დედაქალაქებიდან, როგორებიცაა ბერლინი და ნიუ-იორკი, დამთავრებული ცნობილი გალერეებით, რომლებიც ისეთ ქალაქებშია, როგორებიცაა პარიზი და ფლორენცია.

შესანიშნავი ხელოვნება მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ, მიუხედავად იმისა, თქვენ ძველი ნამუშევრები უფრო მოგწონთ, თუ თანამედროვე.

“არტნიუსი” გთავაზობთ 5 ქალაქს, რომლებსაც ყველა ხელოვნების მოყვარული უნდა ესტუმროს.

1. საფრანგეთი, პარიზი

ალბათ, ხელოვნების ყველა მოყვარულის ოცნებაა პარიზში მოგზაურობა თავისი თანამედროვე და ძველი მუზეუმებითა და შენობებით.

2. აშშ. ნიუ-იორკი

City Art

ნიუ-იორკი ისეთი ცნობილი მუზეუმების სახლია, როგორებიცაა Metropolitan Museum of ArtMoMA, და Solomon R. Guggenheim Museum. იქ ვერ ნახავთ შუა საუკუნეების ნაგებობებს, მაგრამ ნამდვილად გაოცებული დარჩებით იქაური სტრიტ არტითა და მუზეუმებით.

3. გერმანია, ბერლინი

Image result for berlin art

ბერლინი იმ უიშვიათეს ქალაქების სიაშია, სადაც ხელოვნება ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. ქალაქში ურბანული “ლანდშაფტი” გამუდმებით იცვლება, რასაც იდეალურად ერწყმის სტრიტ არტი. ქალაქის აღმოსავლეთ გალერეა კი 1.3 კილომეტრზეა გადაჭიმული და ასობით დახატულ ფრესკას მოიცავს.

4. იტალია, ფლორენცია

Image result for Uffizi corridoio

ბევრ ადამიანს სიტყვის “ხელოვნება” გაგონებაზე პირველ რიგში იტალია ახსენდება. ეს სწორიცაა, რადგან იტალიის რენესანსის პერიოდი მართლაც შეუდარებელია. აქ უმეტესად ძველი, შუასაუკუნეების ხელოვნების ნიმუშები ხვდება დამთვალიერებელს, მაგრამ ეს ის ადგილია, რომელიც ხელოვნების ყველა მოყვარულმა უნდა მოინახულოს, მიუხედავად იმისა, მათ თანამედროვე ხელოვნება უფრო იზიდავთ თუ ძველი.

კომენტარები

კომენტარი