არტ მენეჯმენტი

უცნაური და ექსცენტრიული მუზეუმები, რომელიც მნახველებს გაოგნებულს ტოვებს

საზოგადოებისთვის მუზეუმი დახვეწილ გარემოსა და ესთეტიურ არქიტექტურულ სივრცესთანაა ასოცირებული.   მიუხედავად საყოველთაოდ გავრცელებული წარმოდგენისა მუზეუმების დახვეწილობის შესახებ, არსებობს არაერთი უცნაური და ექსცენტრიული მუზეუმი, რომელიც მნახველებს გაოგნებულს ტოვებს.

სრულიად არაორდინალური არქიტექტურით თუ თემატიკით გამორჩეულ მუზეუმებს არაერთი მნახველი და ჰყავს. მათი დათვალიერება  კი ნამდვილად ღირს.  ერთ-ერთი მათგანია კანკუნის წყალქვეშა მუზეუმი მექსიკაში.

კანკუნის მუზეუმი ერთადერთია, სადაც სპეციალური წყალქვეშა აღჭურვილობის  გარეშე ვერ მოხვდებით. აკვა-მუზეუმში, ფსკერზე განლაგებულ 400-ზე მეტ სკულპტურას შეხვდებით, რომელთა ნახვაც მარჯნის რიფების ფონზე კიდევ უფრო ამძაფრებს მიღებულ შთაბეჭდილებას და აქ ვიზიტს დაუვიწყარს ხდის.

უცნაურ  მუზეუმთა რიცხვშია კაფკას მუზეუმი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაშიც, რომელიც საოცრად მისტიური გარემოს გამო, ერთ-ერთ ყველაზე არაორდინალურ მუზეუმად ითვლება.

მასაჩუსეტში „ცუდი ხელოვნების“ მუზეუმსაც შევხდვებით, რომლის პრეამბულაც შემდეგია: „რატომ ვუყუროთ შედევრს,   როცა შეგვიძლია ვნახოთ იმდენად ცუდი ნამუშევრებით, ნახატებით სავსე ოთახი, რომ მსოფლიოს ყველაზე კეთილი დედაც კი მათ მაცივრის კარზე არასოდეს მოათავსებდა“.   აქ მართლაც არაესთეტიურ, ნაკლებად ღირებულ, სრულიად ანომალიურ ნამუშევრებს შეხვდებით, თუმცა მუზეუმის დამფუძნებლები მათ არსებობასა და დათვალიერებასაც აუცილებლად მიიჩნევენ.

უცნაური მუზეუმების რიცხვშია ავსტრიაში მდებარე  გრაცის ხელოვნების მუზეუმი.  ზოგი მას მეგობრულ უცხოპლანეტელს, ზოგიც მუტანტს უწოდებს. ამგვარი სახელწოდებები შენობის სრულიად არასტანდარტული კონსტრუქციითა და უცნაური ფორმითაა გამოწვეული, რომელიც ზოგერთ ადამიანში შიშსაც კი აღძრავს.

მსოფლიოს მუზეუმების სია კიდევ არაერთ უჩვეულო მუზეუმს ითვლის, თუმცა ზემოთ აღნიშნული მუზეუმები თავიანთი არასტანდარტულობის გამო ყველაზე მეტ ვიზიტორს იზიდავს.

კომენტარები

კომენტარი