საშემსრულებლო ხელოვნება

ქართული სახელები შვედი მუსიკოსის, Babylon Barsebäck-ის შემოქმედებაში

ბაბილონ ბარშბექი (Babylon Barsebäck) შვედი არტისტია, რომელიც ელექტრონულ მუსიკას აკეთებს. გასულ წელს ის საქართველოში იმყოფებოდა და კლუბ “ბასიანში” მსმენელის წინაშე წარდგა.

როგორც ჩანს, შვედი მუსიკოსი საქართველოთი დიდად მოიხიბლა, რაზეც მის შემოქმედებაში ქართული სახელების გაჩენა მეტყველებს.

მუსიკოსის უკანასკნელ ალბომში “Plant Plants Please” ქართული დასახელებით ოთხი ტრეკია შესული, ესენია: სიყვარული ბრმაა (Love is Blind), რუსთაველის გამზირი Stick-Up, თბილისი (Dreaming) და Faggot Threshold (თავდასხმა).

“ეს სიმღერა გასულ წელს თბილისში თავისუფალი სიყვარულის მტრების წინააღმდეგ ლგბტ თემის გმირების ხსოვნის პატივსაცემად შევქმენი. იქ განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ ჯერ კიდევ საჭიროა ეს იარაღი. გამარჯვება ჩემს ქართველ მეგობრებს, ბასიანის გუნდსა და ყველა გაერთიანებას და ბრძოლას, რომელშიც ჩართულები ხართ!” – წერს ბაბილონ ბარშბექი თავის ფეისბუქ გვერდზე 26 მაისს, თბილისში მიმდინარე აქციების კვალდაკვალ.

კომენტარები

კომენტარი