ვიზუალური ხელოვნება

თურქი პატიმარი, რომელიც Banksy-სთვის მადლობის გადახდას ცდილობს

5 თვის წინ ანონიმურმა ბრიტანელმა მხატვარმა Banksy-მ და სტრიტ არტისტმა Borf-მა დახატეს ნახატი, რითაც გააპროტესტეს თურქი მხატვრისა და ჟურნალისტის, Zehra Doğan-ის დაპატიმრება გააპროტესტეს.

ნამუშევარი ნიუ-იორკში, ჰიუსტონისა და ბოუერის ქუჩების კუთხეში დახატეს.

17 ივლისს Banksy-იმ აღმოაჩინა, რომ მიიღო სამადლობელი ხელნაწერი წერილი, სადაც მხატვარი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიდა.

შეგახსენებთ, რომ Zehra-ს თავისუფლების აღკვეთა პირველად 2016 წელს მიესაჯა. იგი ციხეში 3 წლით ჩასვეს თავისი ნახატების გამო.

Banksy-იმ წერილი თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა.

“არტნიუსი” გთავაზობთ მცირე ამონარიდს სამადლობელი წერილიდან:

“ამ არალეგალურ წერილს მიწისქვეშა საკნიდან გწერ, რომელსაც სისხლიანი წამების ისტორია აქვს. წერილი არ არის კანონიერი იმიტომ, რომ მე “აკრძალული მაქვს კომუნიკაცია”, რაც იმას ნიშნავს, რომ არ მაქვს წერილების გზავნის და ზარების განხორციელების უფლება. სწორედ ამიტომ ამ წერილს საიდუმლო გზით გიგზავნი.

პესიმიზმის ჟამს შენმა მხარდაჭერამ მე და ჩემი მეგობრები ძალიან გაგვაბედნიერა. შორი მანძილიდან ეს საუკეთესო პასუხი იყო ჩემს ქვეყანაში არსებული რეჟიმის მიმართ, რომელსაც მხატვრების ატანაც კი არ შეუძლია.”

კომენტარები

კომენტარი