ვიდეოები ვიზუალური ხელოვნება

გამოიცანი: მინა თუ ნატურალური ბალახი?

ჰოლანდიელი მხატვრის, ფლორ კასპერსის თქმით, 3 000 ინდივიდუალური შუშისგან დამზადებული პატარა ხელოვნური მდელო, თავისი ყველაზე დიდი პროექტია.

ფლორმა თავისი პროექტი ამა წლის მაისში დაასრულა, მაგრამ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გადაწყვიტა, რომ თავისი ნამუშევარი საზოგადოებისთვის ეჩვენებინა. მან გადაიღო ვიდეო, სადაც ჩანს ყველაფერი, თუ როგორ ამზადებდა ამ პატარა მდელოს.

შთაგონების წყარო კი ბალახის მწვანე ფერის განსხვავებულობა იყო. ის ყველგან სხვადასხვანაირია, ზოგგან შედარებით ღია, ზოგგან კი უფრო მუქი. ფლორის პატარა მდელო კი ფერებზე დაკვირვებას არ საჭიროებს, რადგან ის ყველა მხრიდან ერთნაირია.

“არტნიუსი” გთავაზობთ ფლორის შუშისგან დამზადებულ მდელოს.

კომენტარები

კომენტარი