საშემსრულებლო ხელოვნება

Forbes-მა წლის ყველაზე მდიდარი მსახიობი დაასახელა

Frobes-ის ცნობით, ჯორჯ კლუნმა, ბოლო 1 წლის განმავლობაშიც მსახიობებს შორის, ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავა. ქონების დაგროვება კი ტეკილის მწარმოებელი კომპანიის მეშვეობით შეძლო, რომელიც თავად დააარსა.

57 წლის მსახიობს გასული წლის 1-ელი ივნისიდან დღემდე 239 მლნ. აშშ. დოლარი აქვს გამომუშავებული.

ასევე, გამოქვეყნდა ცნობილი ადამიანების ასეული, რომლებმაც ბოლო წელს ყველაზე მეტი თანხა გამოიმუშავეს, სადაც პირველ ადგილს ფლოიდ მეივეზერი იკავებს (285 მლნ. აშშ. დოლარი), მესამე ადგილზე კი კილი ჯენერი მოხვდა (166,5 მლნ. აშშ. დოლარი).

საუკეთესო ათეულში არიან: U2, Coldplay, ედ შირენი, ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ.

კომენტარები

კომენტარი