ლიტერატურა

პოეტ კოკა კობალაძეს პოლიციელებმა სცემეს, გამოძიება დაწყებულია

20 წლის პოეტის, კოკა კობალაძის დედის განცხადებით, მის შვილს გუშინ სახლში ორი ადამიანი ფიზიკურად გაუსწორდა. თათია დავითულიანის თქმით, კოკა კობალაძე ჰყვება, რომ თავდამსხმელები პოლიციის ფორმაში იყვნენ ჩაცმულები. კობალაძე ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული.

20 წლის ახალგაზრდა პროკურატურის თანამშრომლებმა ადვოკატის თანდასწრებით დაკითხეს.

კოკა კობალაძე საფრანგეთში ორი თვის წინ დაკავებული ალექსანდრე კობალაძის შვილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კოკა კობალაძის ბინაში პოლიციის თანამშრომლების ყოფნას არ ადასტურებს.

როგორც “არტნიუსს” უწყებაში განუმარტეს, ფაქტის შესწავლა შსს-მ უკვე დაიწყო.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ტარდება.

კომენტარები

კომენტარი