ლიტერატურა

აკაკი წერეთელი: “მე თვითონ განვიზრახე ჩემი ნაწერების სრულად გამოცემა”

აკაკი წერეთლის თხზულებათა სრული კრებულის ბოლო გამოცემიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა. ძველი გამოცემები, გარდა იმისა, რომ სათანადო სისრულით ვეღარ აკმაყოფილებს დროის მოთხვონებს, ბიბლიოგრაფიულ იშვიათობსაც წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში დღის წესრიგში დადგა საკითხი აკაკი წერეთლის, თხზულებათა ახალი აკადემიური გამოცემისა, რომელიც თავს მოუყრიდა პოეტის შემოქმედებითი მემკვიდროების ახლად მიკვეულ მასალებს და ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევდა მეცნიერებს, ქართველოლოგებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, სახელმძღვანელოთა შემადგნელებს და აშ.

აკაკის სიცოცხლეშივე არაერთმა გამომცემელმა სცადა მისი ნაწერების თავმოყრა და გამოქვეყნება, მაგრამ გარემოებათა გამო, დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა. 1912 წელს მხცოვანი პოეტი გულის ტკივილს გამოთქვამა იმის თაობაზე, რომ ნახევარი საუკუნის განმავლობაში ორი პატარა ტომის მეტი არ გამოსულა მისი შემოქმედებისა, მაშინ, როდესაც რამდენიმე ათეული მაინც უნდა გამოცემულიყო. ამიტომ, ახლა მე თვითონ განვიზრახე ჩემი ნაწერების სრულად გამოცემაო. სამწუხაორდ, ეს გამოცემა მე–2 ტომზე შეწყდა და პოეტის სურვილი განუხორციელებლი დარჩა.

მე–20 საუკუნეში აკაკის თხზულებათა რამდენიმე გამოცემა განხორციელდა: ოთხტომეული ალექსანდრე აბაშელისა და სერგი გოგაძის რედაქციით, თხზულებანი და სრული კრებული.

1991 წელს გამოვიდა პირველი ტომი, მაგრამ ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო, გამოცემა ხანგრძლივი დროით შეწყდა.

2009 წელს რუსთაველის ფონდმა დააფინანსა შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მიერ წარდგენილი სამცნიერო საგრანტო პროექტი „აკაკი წერეთლის თხზულებათა აკადემიური ოცტომეულის პირველი ნაწილის (10 ტომი) გამოსაცემად მომზადება“, რამაც ინსტიტუტის ტექსტოლოგთა და რედაქტორთა ჯგუფს საშუალება მისცა განეახლებინა მასალა. 2010 წელს კი პოეტის საიუბილეოდ 170–ე წლის თავზე, ინსტიტუცის გამომცემლობა შეუდგა ტომების დასტამბვას.

მასში დაიბეჭდა ათობით უცნობი და ნაკლებად ცნობილი ლექსი. გამოცემა შევსებულია რამდენიმე ახალი წყაროთი, ნაპოვნია სახელოდობრ, აკაკის ლექსთა კრებულ „სალამურის“ ნაბეჭდი ტექსტი, რომელიც ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და ამიტომაც ვერ მოხვდა აკაკის თხუზლებათა თხუთმეტტომეულში.

აკადემიურ ოცტომეულში სრულად დაიბეჭდა აკაკის უცნობი პოემა „ასი წლის ამბავი“, რომელიც პოეტის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. გამოცემაში პირველად შევიდა პოემის „პატარა კახი“ და ლექსის „ოცნება“ ავტორიზბული წყაროები.

 

კომენტარები

კომენტარი